fbpx Skip to content
032 273 00 73
info@leadercredit.ge

ვალუტის კურსი (კონვერტორი)

ვალუტის კურსი არის ქვეყნის ფულადი ერთეული გამოსახული სხვა ქვეყნის ფულად ერთეულებში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დროს.

დადგენილი კურსით შესაძლებელია ერთი ვალუტის მეორეზე გადაცვლა. მაგალითად, თუ აშშ დოლარსა (USD) და ევროს (EUR) შორის გაცვლითი კურსი 1.20, ეს ნიშნავს, რომ 1 აშშ დოლარი უდრის 1.20 ევროს.

 

ვალუტის კურსი და მისი მოკლე მიმოხილვა 

 

ვალუტის კურსი დროთა განმავლობაში იცვლება სხვადასხვა ფაქტორების გამო, მათ შორის ეკონომიკური პირობების, საპროცენტო და ინფლაციის განაკვეთების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ბაზრის სპეკულაციების ზემოქმედებით. მთავრობები და ცენტრალური ბანკები ხშირად ერევიან სავალუტო ბაზარზე, რათა გავლენა მოახდინონ გაცვლით კურსებზე.

გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად მოქმედებს საერთაშორისო ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ სიჯანსაღეზე. მას ყურადღებით აკვირდებიან მთავრობები, ბიზნესი, ინვესტორები და საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართული პირები.

გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კურსი ჯიხურებსა და სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებში ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მაღალი ვალუტის კურსი რომ მიიღოთ, ამისთვის სანდო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაგჭირდებათ და “ლიდერ კრედიტი” ზუსტად ასეთია. 

ჩვენთან შეგიძლიათ იყიდოთ და გაყიდოთ ამერიკული დოლარი, ევრო, რუსული რუბლი და თურქული ლირა. კურსი ყველაზე მისაღებია და მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ. ეს მიდგომა ვრცელდება ყველა სხვა სერვისზე, თუ გსურთ ოქროს ლომბარდი შეღავათიანი პირობებით მიიღოთ, მობრძანდით “ლიდერ კრედიტში” და ჩვენი გუნდი მზადაა დროულად მოგემსახუროთ. 

 

ვალუტის კონვერტორი

 

ვალუტის კონვერტორი, იგივე ვალუტის კალკულატორი, არის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ერთი ვალუტის ღირებულების სხვა ფულად ეკვივალენტად გადაქცევაში. ეს არის მოსახერხებელი ინსტრუმენტი ნებისმიერი ადამიანისთვის.

როგორ მუშაობს ვალუტის კონვერტორი:

  • სასურველი ფორმატის არჩევა: თქვენ იწყებთ იმ ვალუტის არჩევით, რომელიც გაქვთ (მაგ.  ქართული ლარი, აშშ დოლარი, ევრო) და ვალუტა, რომელშიც გსურთ კონვერტაცია.
  • თანხის შეყვანა: შემდეგ შეიყვანეთ პირველი ვალუტის ოდენობა, რომლის კონვერტაციაც გსურთ.
  • კონვერტაცია: კალკულატორი გამოიყენებს მიმდინარე გაცვლით კურსს, რათა მოგაწოდოთ ექვივალენტური ღირებულება მეორე ვალუტაში.
  • ჩვენება: შედეგი ჩვეულებრივ ნაჩვენებია რეალურ დროში, ასე რომ თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ წარმოდგენას კონვერტირებულ თანხაზე.

ვალუტის კონვერტორი ეყრდნობა განახლებულ გაცვლით კურსებს, რომლებიც ხშირად მერყეობს ბაზარზე მომხდარი სხვადასხვა მოვლენების გამო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაციის სანდო წყაროს გამოყენება.

“ლიდერ კრეტიდში” მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ზუსტად ამიტომ, ვებსაიტზე დაგხვდებათ ფულის კონვერტორი, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. გარდა ამისა, დამატებით არაერთ სერვისს გთავაზობთ, მაგალითად ასეთია საუკეთესო ავტო ლომბარდი, სწრაფი სესხი, აგრო სესხი და ა.შ.

 

რა არის მცოცავი გაცვლითი კურსი? 

 

მცოცავი გაცვლითი კურსის სისტემაში, ქვეყნის ვალუტის ღირებულება განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალებით. გაცვლითი კურსი შეიძლება მერყეობდეს ეკონომიკური მდგომარეობის, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის განაკვეთების და სხვა ფაქტორების მიხედვით.

საქართველოში დღეს სწორედ მცოცავი გაცვლითი კურსი მოქმედებს. ლარის კურსი ხშირად იცვლება დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების მიმართ. ეს ცვლილება ლარზე და სხვადასხვა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების ზრდა/კლებითაა გამოწველი. 

იმ შემთხვევაში, როცა უცხოური ვალუტით დიდი რაოდენობით ყიდულობენ ლარს, ამ უკანასკნელის კურსი მცირდება, სხვანაირად რომ ვთქვათ, ლარი მყარდება. ხოლო ლარი იმ დროს უფასურდება, როცა ლარით ხდება უცხოური ვალუტის შეძენა. როგორი იქნება სავალუტო ბაზარზე ლარზე და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდება, ამას კურსის ცვლილებისადმი მოსახლეობის მოლოდინთან ერთად ქვეყნის მაკროეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავს.

 

ვალუტის კურსი დღეს 

 

“ლიდერ კრედიტის” ვებსაიტზე ან ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ როგორია ვალუტის კურსი დღეს საქართველოში. გარდა იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ როგორია ეროვნული ვალუტის კურსი, “ლიდერ კრედიტში” საუკეთესო პირობებით მიიღებთ სხვადასხვა სერვისებს: სწრაფი სესხი, ლომბარდის მომსახურება და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული ვალუტის კურსი რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომელიც ხშირად იცვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა სიახლე დროულად აისახოს, ამიტომ ვცდილობთ ყველაზე სწრაფად მოგაწოდოთ სანდო ფინანსური ინფორმაცია.