fbpx Skip to content
032 273 00 73
info@leadercredit.ge

ავტო სესხი - საუკეთესო პირობებით

სესხი ავტომობილზე

თუ გსურთ ავტო ლომბარდი საუკეთესო პირობებით  და სწრაფი დაფინანსებით, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან მობრძანდით ,,ლიდერ კრედიტის” ნებისმიერ ფილიალში და პასუხს 15 წუთში მიიღებთ.

ჩვენ არ ვიფორმებთ თქვენს ავტომობილს და არ ვითხოვთ მის სადგომზე გაჩერებას, შესაბამისად, მანქანა თქვენთან რჩება.

 

ავტო სესხი და პირობები

ავტო სესხი საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია აიღოს, რომელიც 21 წელსაა გადაცილებული. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ავტომობილის მფლობელი უნდა იყოს მსესხებელი და არა სხვა პიროვნება. 

ის გაიცემა 3-დან 72 თვემდე, ხოლო სესხის თანხა 2000-დან 100 000 ლარამდეა.

განაცხადის ფორმა საკმაოდ მარტივია, უნდა შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია, მანქანის შესახებ ინფორმაცია, სესხის თანხა, ვადა და აირჩიოთ სასურველი ფილიალი.

  • დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ავტომობილის ტექ. პასპორტი
  • კომპანიის წარმომადგენელი საბაზრო ღირებულებით შეაფასებს თქვენს ავტომობილს
  • მანქანა უნდა იყოს 2000 წელს ზემოთ გამოშვებული 
  • მანქანის დაზღვევა სავალდებულო არ არის
  • ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გადახდის ტიპს: ანუიტეტი, მხოლოდ პროცენტი

ჩვენ არ გვაქვს დამატებითი ხარჯი. ერთადერთი, რისი გადახდაც მოგიწევთ, არის გირავნობის ხარჯი. თქვენ შეგიძლიათ თავად გადაიხადოთ ან, სურვილის შემთხვევაში, სესხის სრულ პერიოდზე გადაგინაწილებთ.

გარდა იმისა, რომ ჩვენთან ავტო სესხი დაბალ პროცენტში დაგხვდებათ, ,,ლიდერ კრედიტი” ბევრ სხვა მოსახერხებელ სერვისს გთავაზობთ. მაგალითად, ფულადი გზავნილები აქ საუკეთესო პირობებითაა. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღოთ ან გადარიცხოთ თანხა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ადგილებში.

 

როგორ დავფაროთ?

ავტო სესხის დაფარვა ჩვენთან მაქსიმალურად გამარტივებულია. შეგიძლიათ მობრძანდეთ “ლიდერ კრედიტის” ნებისმიერ ფილიალში ან “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკის” მობაილ ბანკით გადაიხადოთ. 

ჩვენი ანგარიშის ნომერი ეროვნულ ვალუტაში ორივე ბანკისთვის:

  • “საქართველოს ბანკი” – GE84BG0000000162077374
  • “თიბისი ბანკი” – GE43TB7146836020100002

შეგახსენებთ, რომ დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი, სახელი, გვარი და სესხის ნომერი.

სესხის დაფარვა სხვა ჩასარიცხი აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საჭიროა კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ SMS შეტყობინების სახით. კოდი უნიკალურია და არ იცვლება. ჩასარიცხ აპარატში მოიძიეთ ,,ლიდერ კრედიტი”, შეიყვანეთ უნიკალური SMS კოდი და მიჰყევით ინსტრუქციას. 

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ სესხის ნომერი, მსესხებლის სახელი და გვარი. 

ჩვენი მიზანია მომხმარებელს მრავალფეროვანი შევთავაზოთ. რაც შეეხება ლომბარდს, გარდა იმისა, რომ ავტო სესხი დაბალ პროცენტში გვაქვს, ოქროს ლომბარდი ჩვენთან ყველაზე კარგი პირობებითაა.

,,ლიდერ კრედიტი” 2011 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ჩვენი ფილიალები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ხაშურში, რუსთავსა და მარნეულშია წარმოდგენილი. კომპანიის პრიორიტეტია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ამიტომ, მომხმარებელს საუკეთესო სერვისებს ვთავაზობთ.  თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ და ავტომობილი გყავთ, “ლიდერ კრედიტის” ეს პირობები ნამდვილად საუკეთესო შემოთავაზებაა თქვენთვის. 

აიღეთ ავტო სესხი აქ 👇

  • პირადი ინფორმაცია

  • მანქანის შესახებ

  • სესხის შესახებ