„ლიდერ კრედიტი“ მომხმარებლების წინაშე ახალი ვიზუალური იდენტობით წარდგა. რებრენდინგის შედეგად, გამარტივდა და გათანამედროვდა ლოგო, შეიცვალა პატერნი და შრიფტი, დაემატა ფერები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ლოგო წითელსა და ნაცრისფერს აერთიანებს. ამავე ფერთა გრადაცია გასდევს მის სრულ ვიზუალურ იდენტობასაც. ლოგოს კონცეფცია კი, მომხმარებლისა და „ლიდერ კრედიტის“ თანასწორობასა და იდეალურ ურთიერთკავშირს ეფუძნება.
რებრენდინგის პარალელურად, კომპანიის მიზანი მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნაა, რადგან „დაფუძნებიდან დღემდე „ლიდერ კრედიტის“ ამოსავალი წერტილი კლიენტთა ინტერესები და მათი საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებაა.