ადამიანების საჭიროებები და მიზნები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. არასტაბილური და არაოფიციალური შემოსავლის მქონე პირები ოცნებების ასახდენად, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან სამოგზაუროდ წასასვლელად მუდმივად ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან. ეს იმიტომ, რომ სესხის აღების ტრადიციული გზები, ბანკები და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები ხშირად შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვენ, რაც არაოფიციალური შემოსავლის მქონე მოქალაქეებისათვის მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე კი ფულადი დახმარების მიღების სწრაფი და მოქნილი საშუალებაა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლიდერ კრედიტი” მუდმივად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს საუკეთესო პირობები და მეტი კომფორტი შესთავაზოს. ამის მოტივაცია კი მომხმარებელთა მიზნების ფართო სპექტრის გათვალისწინება და მათთვის მეტი სარგებლის მიცემაა. სესხები ჩვენთან სხვადასხვა ტიპის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გაძლევთ, რადგან ,,ლიდერ კრედიტი” აგრო, ავტო, ბიზნეს, იპოთეკურ, სამომხმარებლო და ტურბო სესხებს გთავაზობთ.
ეს არის სასესხო პროდუქტი, რომელიც არ მოითხოვს მსესხებლისგან ოფიციალური შემოსავლების დოკუმენტურ დადასტურებას. გამოდის, რომ თქვენ შეგიძლიათ საჭირო თანხა ისეთი საბუთების წარდგენის გარეშე მიიღოთ, როგორებიცაა ხელფასის ცნობა, საბანკო ამონაწერი თუ საგადასახადო დეკლარაცია. შესაბამისად, სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე ფოკუსირებულია თქვენს რეალურ უნარზე დააბრუნოთ თანხა და არა თქვენს ოფიციალურ შემოსავლებზე.
ამ ტიპის სესხი განსაკუთრებით სასარგებლოა თვითდასაქმებული პირებისთვის, ფრილანსერებისთვის, ინდმეწარმეებისთვის და ზოგადად ყველასთვის, ვისაც არ აქვს სტაბილური, ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავალი. მსგავსი შემოთავაზით შეიძლება ისარგებლონ სტუდენტებმა, დროებით უმუშევარმა პირებმა ან იმ ადამიანებმა, რომელთაც სეზონური სამსახური აქვთ. თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ კატეგორიებს და გჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა, მაშინ შემოსავლების გარეშე სესხის აღება სწორედ ის შესაძლებლობაა, რასაც ეძებთ.
ლიდერ კრედიტი ამ გზით გაძლევთ საშუალებას მიიღოთ თანხა სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი ბიუროკრატიული და დოკუმენტური ბარიერების გარეშე. ეს არის მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მორგებულია სწორედ თქვენს საჭიროებებზე.
მართალია, ჩვენთან სწრაფი ოქროს ლომბარდის სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ. თუმცა, იმისათვის, რომ მიღებული ფინანსური დახმარება თქვენი საყვარელი ნივთებით არ უზრუნველყოთ, სასურველია, აირჩიოთ სესხის ის ტიპი, რომელიც შემოსავლების დადასტურებას არ მოითხოვს.
გარდა იმისა, რომ ამ ტიპის სესხი ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნითა და სიმარტივით ხასიათდება, ამასთანავე, რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს გთავაზობთ, რომლებსაც სწორედ ამ ქვეთავში განვიხილავთ.
შემოსავლების გარეშე სესხის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა განაცხადის შევსების პროცესის სიმარტივესა და სისწრაფეში მდგომარეობს. განსხვავებით ტრადიციული სესხებისგან, სადაც უამრავი დოკუმენტის შეგროვება და წარდგენაა საჭირო, ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა. ეს იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ ავსებთ ონლაინ განაცხადს, რომელიც ძირითადად პერსონალურ ინფორმაციას მოიცავს. ეს პროცესი კი მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. მაგალითად, სესხი ბიზნესისათვის განვითარებისა და გაფართოებისათვის გჭირდებათ, ამისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ონლაინ განაცხადის შევსება დაგჭირდებათ. გაიგეთ ბიზნეს სესხის პირობები აქ.
ტრადიციული სასესხო პირობები ხშირად მკაცრად აკონტროლებს მსესხებლის დასაქმების, შემოსავლისა და საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, შემოსავლების გარეშე სესხის შემთხვევაში, ეს მოთხოვნები გაცილებით უფრო მოქნილია. იგულისხმება, რომ ასეთი ტიპის სესხი გაცილებით ფართო სპექტრის მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი, მათ შორის თვითდასაქმებულებისთვის, ფრილანსერებისთვის, სტუდენტებისა და სხვა არასტანდარტული შემოსავლის მქონე პირებისათვის. მთავარია, გქონდეთ უნარი დროულად დააბრუნოთ სესხი, თქვენი ოფიციალური ფინანსური სტატუსი კი ამ პროცესში ნაკლებ როლს თამაშობს.
ხშირად სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან ასოცირდება. თუმცა, ჩვენ მომხმარებელს მისაღებ და ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ. მართალია, ტრადიციულ სესხთან შედარებით, ამ ტიპის სერვისის საპროცენტო განაკვეთი მცირედით მაღალია, რაც რისკების დაფარვას ემსახურება, თუმცა ,,ლიდერ კრედიტი” გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ სესხი დაბალ პროცენტში მიიღოთ.
კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც შემოსავლების გარეშე სესხს ახასიათებს, განაცხადის განხილვისა და დამტკიცების სისწრაფეს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ განაცხადზე პასუხს უმოკლეს დროში მიიღებთ, ხოლო თანხა მითითებულ ანგარიშზე დამტკიცების შემდეგ მომენტალურად აისახება.
მაგალითად, თუ გესაჭიროებათ სწრაფი ფინანსური დახმარება, შემოსავლების გარეშე სესხი ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი იპოთეკური სესხი შეღავათიანი პირობებით გამოირჩევა.
ტრადიციული სესხებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად გაიცემა კონკრეტული მიზნობრიობით გაიცემა (მაგ., ბიზნეს სესხი, იპოთეკური სესხი და ა.შ.), ამ ტიპის ფინანსური შემოთავაზება თანხის განკარგვის კუთხით გაცილებით მეტ მოქნილობას გთავაზობთ. ფაქტობრივად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მიღებული თანხა ნებისმიერი მიზნით – დაიწყოთ ახალი ბიზნესი, დაფაროთ სამედიცინო ხარჯები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, გაარემონტოთ სახლი, წახვიდეთ სამოგზაუროდ და ა.შ.
ეს თავისუფლება და მოქნილობა შემოსავლების დადასტურების გარეშე გარეშე სესხის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მახასიათებელია. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ,,ლიდერ კრედიტში” სესხის აღება შეგიძლიათ როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე დოლარში, რომელიც დღევანდელი ვალუტის კურსით განისაზღვრება.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, ყველა ის უპირატესობა, რაც ამ ტიპის სესხს აქვს. ეს არის იდეალური ფინანსური ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც ესაჭიროება სწრაფი, მოსახერხებელი და მაქსიმალურად მორგებული კრედიტი ესაჭიროება. თუ თქვენ ხართ თვითდასაქმებული, გაქვთ არასტანდარტული შემოსავალი ან უბრალოდ დამატებითი სახსრები გჭირდებათ, მაშინ შემოსავლების გარეშე სესხი თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. შესაბამისად, ტრადიციული სესხის აღების სირთულეები ვეღარ დაგაბრკოლებთ. ჩვენი გამოცდილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის გარანტიას გაძლევთ.