იცოდით, რომ ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება.
"ლიდერ კრედიტი" პალიტრა L- ის პროექტ - "მაკულიტერატურაში" ჩაერთო!
პროექტის ფარგლებში ჩვენს ფილიალებში ყუთები განთავსდა, რომლებშიც უკვე გამოყენებულ ქაღალდს შევაგროვებთ. მაკულატურას კი წიგნებში გადავცვლით, რომლებიც ჩვენი კომპანიის თანამშრომლებსა და მათ შვილებს საჩუქრად გადაეცემათ!
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ მაკულატურის მოგროვება, დროა, ამ საკითხზე დაფიქრდეთ. ნუ გადაყრით ძველ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, მოაგროვეთ ისინი და თქვენც გახდით პროექტის მონაწილე.